ლისაბონის „ბენფიკა“ ბრაზილიელი მცველის, დავიდ ლუისის გადაბირებას ცდილობს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
წყაროს ინფორმაციით, ლუისმა უკვე უარი თქვა თურქულ და საუდის არაბულ შეთავაზებებზე. „ბენფიკაში“ კი ის 2007-11 წლებშიც თამაშობდა.
ამჟამად ლუისი თავისუფალი აგენტია. გასულ სეზონში კი ლონდონის „არსენალის“ შემადგენლობაში 30 მატჩი ჩაატარა და ორი ბურთი გაიტანა.
„ბენფიკას“ გარდა ბრაზილიელს „ჩელსიში,“ „პარი სენ-ჟერმენსა“ და ბრაზილიურ „ვიტორიაში“ უთამაშია.
ცოტა ხნის წინათ 34 წლის მცველს „ფლამენგოსაც“ უკავშირებდნენ.