ფეხბურთი

23:29 | 27.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია დააკლდება

საქართველოს ნაკრებს უახლოეს მატჩებში ხვიჩა კვარაცხელია დააკლდება. ქართველი ფეხბურთელი ჯერაც ტრავმირებულია და როგორც ჩანს, სანაკრებო შეკრებამდე გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს.

ხვიჩას ეროვნულ ნაკრებში უკვე მარტის შემდეგ არ უთამაშია, რადგან ივნისის ფანჯრის დროსაც ტრავმირებული იყო.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „რუბინში“ დაშავდა და დაახლოებით ერთი კვირაა ლაზარეთშია. დაზიანება სერიოზული არ არის, მაგრამ სანაკრებო მატჩებამდე აღდგენას ვერ ასწრებს.

20 წლის ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში 8-ჯერ უთამაშია და მეტოქეთა კარში 3 გოლი გაიტანა.

0.115449