ფეხბურთი

21:11 | 27.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინიმ იტალიის ნაკრებში 34 ფეხბურთელი გამოიძახა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ უახლოესი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა და გუნდში 34 ფეხბურთელი გამოიძახა.

მათ შორის, ერთი დებიუტანტია, თავდამსმხელი ჯანლუკა სკამაკა. გუნდს დაუბრუნდა ნიკოლო ძანიოლო, რომელმაც ტრავმა მოიშუშა. 34 მოთამაშიდან 25 ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელია და ევრო 2020-ის შემადგენლობიდან მანჩინის მხოლოდ ლეონარდო სპინაცოლა არ გამოუძახებია, რადგან მას ტრავმა აქვს.

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, საფრანგეთი), პიერლუიჯი გოლინი (ტოტენჰემი, ინგლისი), ალექს მერეტი (ნაპოლი), სალვატორე სირიგუ (ჯენოა)

მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ემერსონ პალმიერი (ლიონი, საფრანგეთი), ალესანდრო ფლორენცი (მილანი), მანუელ ლაძარი (ლაციო), ჯანლუკა მანჩინი (რომა), რაფაელ ტოლოი (ატალანტა)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), გაეტანო კასტროვილი (ფიორენტინა), ბრაიან კრისტანტე (რომა), ჟორჟინიო (ჩელსი, ინგლისი), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), ლორენცო პელეგრინი (რომა), მატეო პესინა (ატალანტა), სტეფანო სენსი (ინტერი), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), ნიკოლო ძანიოლო (რომა)

თავდამსხმელები: ანდრეა ბელოტი (ტორინო), დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), ჩირო იმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), მოისე კინი (ევერტონი, ინგლისი), ჯაკომო რასპადორი (სასუოლო), ჯანლუკა სკამაკა (სასუოლო)

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ციკლის ჯგუფს 3 ტურის შემდეგ 9 ქულით ლიდერობს. „სკუადრა აძურა“, რომელსაც 34-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ევროპის მოქმედი ჩემპიონია, 2 სექტემბერს, ბულგარეთს უმასპინძლებს, 5 სექტემბერს, შვეიცარიას ესტუმრება და 8 სექტემბერს, ლიეტუვას შინ დაუპირისპირდება. მანჩინის გუნდი მომდევნო ორ მატჩს თუ არ წააგებს, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერიის ავტორი იქნება და ესპანეთის შედეგს გააუმჯობესებს.

0.134291