ფეხბურთი

18:44 | 27.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კაზემირომ "რეალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

მადრიდის „რეალმა“ კაზემიროსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და ბრაზილიელი ფეხბურთელი „სამეფო კლუბში“ 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩება. გარიგების ოფიციალური დეტალები არ გახმაურებულა.

კაზემირო „რეალის“ მეორე გუნდს 2012 წელს შეუერთდა, მთავარ გუნდში კი 2015 წლიდან დამკვიდრდა და მას შემდეგ 288 მატჩში 30 გოლის გატანა შეძლო.

ბრაზილიელ ფეხბურთელს ასევე უთამაშია „სან პაულოსა“ და „პორტუში“, ხოლო ბრაზილიის ნაკრებში 56 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.053539