თურქეთის ქალაქ სტამბოლში უეფას კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელშიც ქართული კლუბი ვერ გავიდა, მაგრამ რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის გუნდი თამაშობს.
F ჯგუფში მოხვდნენ ნიკა ნინუას პაოკ-ი, ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას „სლოვანი“ და დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“. შესაბამისად, ეს ჯგუფში ჩვენში ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს.
B ჯგუფში შეხვდებიან ერთმანეთს გიორგი ჩაკვეტაძის „გენტი“ და თემურ ქეცბაიას, გიორგი ლორიასა და ნიკა კაჭარავას „ანორთოსისი“.
A ჯგუფი
„ლასკი“ (ავსტრია)
„მაკაბი“ (ისრაელი)
„ალაშკერტი“ (სომხეთი)
„ჰიკი“ (ფინეთი)
B ჯგუფი
„გენტი“ (ბელგია)
„პარტიზანი“ (სერბეთი)
„ფლორა“ (ესტონეთი)
„ანორთოსისი“ (კვიპროსი)
C ჯგუფი
„რომა“ (იტალია)
„ზორია“ (უკრაინა)
ცსკა (ბულგარეთი)
„ბოდო გლიმტი“ (ნორვეგია)
D ჯგუფი
„ალკმაარი“ (ნიდერლანდები)
„კლუჟი“ (რუმინეთი)
„იაბლონეცი“ (ჩეხეთი)
„რანდერსი“ (დანია)
E ჯგუფი
„სლავია“ (ჩეხეთი)
„ფეიენოორდი“ (ნიდერლანდები)
„უნიონი“ (გერმანია)
„მაკაბი ჰაიფა“ (ისრაელი)
F ჯფუფი
„კოპენჰაგენი“ (დანია)
პაოკ (საბერძნეთი)
„სლოვანი“ (სლოვაკეთი)
„ლონკოლნი“ (გიბრალტარი)
G ჯგუფი
„ტოტენჰემი“ (ინგლისი)
„რენი“ (საფრანგეთი)
„ვიტესი“ (ნიდერლანდები)
„მურა“ (სლოვენია)
H ჯგუფი
„ბაზელი“ (შვეიცარია)
„ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი)
„ყაირატი“ (ყაზახეთი)
„ომონია“ (კვიპროსი)
კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები 16 სექტემბერს დაიწყება და 9 დეკემბერს დასრულდება.