თქვენს წინაშე წარმოდგენილ ფოტოებზე რუსული წარმოშობის გერმანელ მეჩოგნე ალექსანდრ ზვერევთან ერთად გამოსახული ასული გვარად შარიპოვაა და ფოტოებიდანაც მიხვდებით, რომ ჩოგბურთთანაა დაკავშირებული, თუმცა სულ სხვაგვარი კუთხით...
საუბარია ალექსანდრ ზვერევის ყოფილ შეყვარებულზე, ოლგა შარიპოვაზე, რომელიც ახლა გერმანელ ჩოგბურთელს უჩივის, შეყვარებულობის პერიოდში მცემდა, სიტყვიერ და ფსიქოლოგიურ შეურაცხყოფას მაყენებდა და როდესაც საამისო საშუალება მიეცემოდა, სექსუალურადაც მავიწროვებდაო.
მეჩოგნე ყოველივეს უარყოფს და ოლგას ფანტაზიის ნაყოფად მიიჩნევს. ოლგას და მის ადვოკატებს კი დიდი იმედი აქვთ, რომ სასამართლოში პროცესს სწორედ ისინი მოიგებენ და მორალური ზიანისთვის გვარიან კომპენსაციასაც მიიღებენ. ისე კი, გერმანული მედია ადრეც წერდა, ეს ზვერევი ნემატანი მუტრუკი ვინმეა და მაგის გაძლება ბევრ ქალს გაუჭირდებაო...