სხვა

1:38 | 27.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვუელტას მე-12 ეტაპი კორტ ნილსენმა მოიგო

ვუელტას მე-12 ეტაპი დანიელმა მაგნუს კორტ ნილსენმა მოიგო, ველომარათონის ლიდერობა კი ნორვეგიელმა ოდ კრისტიან ეიკინგმა შეინარჩუნა. კიდევ ერთხელ დაეცა ვუელტას მოქმედი ჩემპიონი, სლვოვენიელი პრიმოჟ როგლიჩი, თუმცა თანაგუნდელთა დახმარებით, პელოტონს მალევე დაეწია და არც საერთო კლასიფიკაციაში დაუკარგავს დრო.

კორტ ნილსენი (EF ედუქეიშენ) საფინიშო სწორამდე თანაგუნდელმა მიაცილა, შემდეგ კი გზა დაუთმო და ყველაფერი მის ხელში დატოვა. იტალიელმა ანდრეა ბაჯოლიმ (დესონინკ-ქვიკ-სტეპი) გაყოლა სცადა, მაგრამ დანიელს დაახლოებით ერთი ბორბლის სიგრძით ჩამორჩა.

„მთელმა გუნდმა შესანიშნავად იმუშავა. მე ორივე აღმართი კარგად გავიარე, საფინიშო სპრინტისთვის კი გუნდმა საუკეთესოდ მომამზადა“, - განცხადა კორტ ნილსენმა, ვისაც კარიერაში ვუელტას ხუთი ეტაპი აქვს მოგებული.

ლიდერთა შორის არაფერი შეცვლილა. 12 ეტაპის შემდეგ, კვლავ წინაა ეიკინგი (ინტერმარკე), ვინც მეორეზე მყოფ ფრანგ გიიომ მარტინს (კოფიდისი) 58 წამს უგებს. მესამეზე კი როგლიჩია (ჯუმბო-ვისმა), ვინც ლიდერს ისევ წუთით და 56 წამით ჩამორჩება.

0.117254