ფეხბურთი

0:46 | 27.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ წინადადებას დათანხმდა: მბაპე "რეალში" გადავა

საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელი კილიან მბაპე უახლოეს ხანში მადრიდის „რეალში“ გადავა. ინფორმაციას Marca ავრცელებს.

მადრიდული გამოცემის ექსკლუზიური ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და 27 აგვისტოს გარიგება წარმატებით დაიხურება. წყაროს თანახმად, ფრანგებმა გადაწყვიტეს, რომ მიიღონ ბოლო წინადადება, რომელმაც 170 მილიონი ევრო და 10 მილიონის ბონუსები შეადგინა.

მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და როგორც ჩანს, პარიზელებმა მასთან სოლიდურ თანხად შელევა ამჯობინეს, ვიდრე მომდევნო ზაფხულს უფასოდ დაკარგვა.

შეგახსენებთ, კილიან მბაპემ „პარი სენ ჟერმენის“ მაისურით 2017 წლიდან თამაშობს და 174 თამაშში 133 გოლის გატანა შეძლო.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:17 | 27.08.2021
KoRBeN DaLLaS (24838)

ბიჭს ერთ წელიწადში კონტრაქტი უმთავრდებოდა და საერთოდ უფასოდ წავიდოდა, რა იყო აქ საჭოჭმანო პსჟ-ს მხრიდან ?
მაგრამ საქმეც მაგაშია, რომ გუნდში მბაპეს კიდევ ერთი წლით დარჩენაც დიდი ფულია რეკლამებიდან და სატელევიზიო კონტრაქტებიდან.
მანდ არიფები კი არ არიან ? ყველაფრის სკრუპულოზური აწონ-დაწონვა ხდება.

0.122364