ჩოგბურთი

0:15 | 27.08.2021 | ნანახია 265 - ჯერ

მარიამ ბოლქვაძე US Open-ის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობის კვალიფიკაციის ნახევარფინალში მარცხი განიცადა და ძირითად ბადეში ვერ გავიდა.

მარიამი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ემა რადუჩანუს დაუპირისპირდა და ორ სეტში 3:6, 5:7 წააგო. შეხვედრა საათსა და 39 წუთს გრძელდებოდა. პირველ სეტში ბრიტანელმა ორი ბრეიკი შეასრულა და პრობლემების გარეშე იმარჯვა. მეორე სეტში ბოლქვაძეს ტაიბრეიკამდე მისვლის შანსი ჰქონდა, მაგრამ 5:5-ზე საკუთარი ჩაწოდება წააგო და მერე უკუბრეიკი ვეღარ გაახერხა.

ქართველ ჩოგბურთელს ეისი არ შეუსრულებია და 6 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო მისმა მეტოქემ 3 ეისი და ერთადერთი ორმაგი შეცდომა მიითვალა. შეგახსენებთ, რომ კვალიფიკაციაში ეკო გორგოძეც თამაშობდა, მაგრამ ისიც დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.077424
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
265