უეფამ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ლონდონის „ჩელსისა“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ჟორჟინიო დაასახელა.
მან პრაქტიკულად ყველაფერი მოიგო უეფას ეგიდით - ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი და ევროპის სუპერთასი. ჟორჟინიოს გარდა, საუკეთესოები გამოვლინდნენ პოზიციების მიხედვითაც:
სეზონის საუკეთესო მეკარე: ედუარდ მენდი (ჩელსი)
სეზონის საუკეთესო მცველი: რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი)
სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი: ნგოლო კანტე (ჩელსი)
სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი: ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი)
სეზონის საუკეთესო მწვრთნელი: ტომას ტუხელი (ჩელსი)
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი: ჟორჟინიო (ჩელსი)