ამ ბოლო დროს რაღაც ნამეტანი ცუდად წაეწყო რუს-თათარი მოდელის, ირინა შეიკის პირად ცხოვრებაში მომხდარი სკანდალები. თუმცა ისიც შეიძლება ითქვას, რომ რაც ჩვენთვის სკანდალი და უცნაურობაა, ირინასთვის ცხოვრების წესად იქცა და ამ ამბავს ისეთი პირი უჩანს, კარგა ხანი კიდევ მოვიწევს გულდათუთქული ირინას ცქერა.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გუშინწინ ცნობილი გახდა, რომ რუს-თათარი მოდელი თავის ბოლო გულისსწორს, რეპერ კანიე ვესტის დაშორდა და ამის შესახებ საეჭვო რეპუტაციის ბულვარული პრესის გარდა, უკვე სერიოზული ამერიკული, ესპანური ბრიტანული გამოცემებიც იუწყებიან.
ირინა სერიალ “ცხელი ძაღლის“ გმირ “ტრეზორას“ მსგავსად ჯერჯერობით არც არაფერს უარყოფს და არც არაფერს ადასტურებს, მაგრამ ფაქტია, რომ კრიშტიანუ რონალდუსთან დიდხნიანი თანაცხოვრების შემდეგ სატრფოების ჩქარ-ჩქარა ცვლას ნამეტანი მოუხშირა და წლების მატებასთან ერთად ეს “ბეტეერივით“ ქალი ბოლოს სად აღმოჩნდება - კაცმა არ იცის...