ფეხბურთი

15:20 | 26.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკული რეკორდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე

25 აგვისტოს ავსტრიულმა „ზალცბურგმა,“ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის საპასუხო მატჩში დანიურ „ბრონდბიუს“ 2:1 მოუგო (პირველი შეხვედრა 2:1) და ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

„ზალცბურგში“ ირჯება ნახევარმცველი ბრენდან ერონსონი, რომელიც მე-12 ამერიკელი ფეხბურთელი გახდა, 2021-22 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგფურ ეტაპზე რომ ითამაშებს. ამდენ ამერიკელს ტურნირის ძირითად ეტაპზე მანამდე არასოდეს უთამაშია - გვამცნობს აშშ-ის ნაკრების ოფიციალური ტვიტერი.

ერონსონის გარდა აშშ-ის წარმომადგენლები იქნებიან: ტაილერ ადამსი (ლაიპციგი), ჯონ ბრუკსი (ვოლფსბურგი), ჯოვანი რეინა (დორტმუნდის ბორუსია), კრის რიჩარდსი (ბაიერნი), კრისტიან პულიშიჩი (ჩელსი), ზაკ სტეფენი (მანჩესტერ სიტი), სერჟინიო დესტი (ბარსელონა), უესტონ მაკენი (იუვენტუსი), ოუენ ოტასოვი (ბრიუგე), ჯორდან სიბაჩუ (იანგ ბოიზი) და ტიმოთი ვეა (ლილი).

0.136561