ფეხბურთი

14:47 | 26.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მამამ მბაპეს „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის გაგრძელება ურჩია

„პარი სენ-ჟერმენის“ შემტევს, კილიან მბაპეს, მამამ პარიზულ კლუბში დარჩენა ურჩია. ვილფრიდ მბაპე ვაჟს მოუწოდებს მიიღოს პარიზელთა შეთავაზება და სამწლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი, ჯამში 36 მილიონევროიანი ანაზღაურებით - წერს El Confidencial.

თუმცა, კილიანის იურისტი, დელფინა ვერჰეიდენი, ფეხბურთელს „რეალში“ გადასვლას ურჩევს. ქალბატონმა დელფინამ კილიანს თავისი მიზნების შესახებ შეახსენა, რომლის მიხედვითაც, მან ფეხბურთის ისტორიაში თავისი ნათელი კვალი უნდა დატოვოს. ეს კი უფრო რეალური „სამეფო კლუბთან“ ერთად იქნება.

მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

0.11777