ფეხბურთი

22:22 | 25.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" ტორეირა "ფიორენტინაში" გაანათხოვრა

ურუგვაის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" საყრდენი ნახევარმცველი ლუკას ტორეირა 2021/22 წლების სეზონს იჯარის წესით "ფიორენტინაში" გაატარებს. აღნიშნულ ინფორმაციას "იების" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. იტალიელებმა იჯარაში 1.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და გამოსყიდვის უფლება დაიტოვეს.

სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი "მეთოფეებმა" 2018 წელს "სამპდორიადან" დაიმატეს. გასული სეზონი ტორეირამ იჯარის წესით "ატლეტიკოში" გაატარა, რომლის მაისურითაც ჩატარებულ 26 მატჩში ერთი გოლი გაიტანა. ეროვნულ ნაკრებში ლუკასი 2018 წლიდან ასპარეზობს.

0.105946