იტალიური „რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ერთადერთი მწვრთნელი, რომელიც თავისი გუნდის შემადგენლობით კმაყოფილი იქნება, პსჟ-ს თავკაცი მაურისიო პოჩეტინოა.
„უფრო ადვილია გუნდიდან ვინმეს გაშვება, ვიდრე დამატება. თუ ვიცი რომელიმე მწვრთნელი, რომელიც თავისი გუნდის შემადგენლობით კმაყოფილია? ალბათ მხოლოდ პოჩეტინო“, - იხუმრა მოურინიომ.
შეგახსენებთ, ჟოზე მოურინიომ „რომა“ მიმდინარე ზაფხულს ჩაიბარა. მას საკმაოდ კარგი სტარტი აქვს - „ჯალოროსიმ“ ჯერ კონფერენს ლიგაზე სტუმრად „ტრაბზონსპორთან“ იმარჯვა (2:1), მერე კი სერია A-ს პირველ ტურში „ფიორენტინას“ მოუგო (3:1).