ფეხბურთი

23:02 | 25.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სელტამ" გალიარდო დაიმატა

ვიგოს "სელტამ" "ინტერნასიონალის" შემტევი ტიაგო გალიარდო ერთწლიანი იჯარის წესით დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. "სელტამ" ამავდროულად გამოსყიდვის უფლებაც დაიტოვა.

სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი ბრაზილიური გუნდის რიგებში 2020 წლის იანვრიდან თამაშობს. მას შემდეგ გალიარდომ 70 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 29 გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. ტიაგო ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებშიც იყო გამოძახებული 2020 წელს, თუმცა სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110269