უეფამ ევროპის შიდა ჩემპიონატების რეიტინგი განაახლა, რომლის ხუთეულში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. საფრანგეთის ლიგა 1 დაქვეითდა და პორტუგალიის პრიმეირა ლიგამ გადაასწრო.
ამრიგად, ლიონელ მესი, ნეიმარი და სხვა ვარსკვლავები ევროპის რანგით მე-6 ჩემპიონატში ითამაშებენ. ფრანგული გუნდები ევროთასებზე მნიშვნელოვან წარმატებებს ვერ აღწევენ და რეიტინგში დაქვეითებაც ამის შედეგია.
საქართველოს ეროვნულ ლიგას რაც შეეხება, მხოლოდ 7 ქულა აქვს და რეიტინგში 46-ე ადგილზე იმყოფება.
1. პრემიერლიგა (ინგლისი) – 87.926 ქულა
2. ლა ლიგა (ესპანეთი) – 80.570 ქულა
3. სერია A (იტალია) – 63.616 ქულა
4. ბუნდესლიგა (გერმანია) – 61.427 ქულა
5. პრიმეირა ლიგა (პორტუგალია) – 44.216 ქულა
6. ლიგა 1 (საფრანგეთი) – 43.498 ქულა
7. ერედივიზიონი (ნიდერლანდები) – 33.100 ქულა
8. პრემიერლიგა (შოტლანდია) – 31.200 ქულა
9. პრემიერლიგა (რუსეთი) – 30.682 ქულა
10. ბუნდესლიგა (ავსტრია) – 30.050 ქულა
...46. ეროვნული ლიგა (საქართველო) – 7.000 ქულა