ინგლისის 21-წლამდელთა ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ბრენდონ უილიამსი 2021/22 წლების სეზონს იჯარის წესით "ნორვიჩში" გაატარებს. აღნიშნულ ინფორმაციას "ნორვიჩის" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
უილიამსმა უკვე ჩაატარა ერთი მატჩი ახალი გუნდის რიგებში - "ბორნმუთთან" მოგებული (6:0) ინგლისის თასის მატჩში უილიამსმა 76 წუთი ითამაშა. ბრენდონი "წითელი ეშმაკების" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2019 წლიდან ასპარეზობს. ამ ხნის განმავლობაში ინგლისელმა 50 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.