სხვა

2:51 | 25.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

როგლიჩი დაეცა და ლიდერობა დათმო

ერთდღიანი პაუზის შემდეგ, ვუელტა ესპანია განახლდა და ორგზის ჩემპიონს, სლოვენიელ პრიმოჟ როგლიჩს მაშინვე ბედმა უმუხთლა - „ჯუმბო-ვისმას“ მრბოლი დაეცა და ლიდერობა დაკარგა. თუმცა მთავარია, რომ ეტაპის დასრულება შეძლო და კლასიფიკაციაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ახალ ლიდერთან მას ორ წუთზე ოდნავ მეტი აშორებს.

მე-10 ეტაპი, რომელზეც მხოლოდ ერთი, მეორე კატეგორიის აღმართი იყო გასავლელი, ავსტრალიელმა მიკლ სტორერმა (ტიმ DSM) მოიგო, ვისთვისაც ეს მიმდინარე ველომარათონზე მოგებული უკვე მეორე ეტაპია. მან 22 წამით ჩამოიტოვა ბელგიელი მაური ვენსევენანტი (დესონინკ-ქვიკ-სტეპი).

როგლიჩი წაქცევის შემდეგ სწრაფადვე დაუბრუნდა რბოლას. მაგრამ ვერც მან და ვერც სხვა ლიდერებმა, დაწინაურებულთა ჯგუფის დაწევა ვერ შეძლეს. ნახსენები აღმართი ფინიშამდე 15 კილომეტრით ადრე იყო, მას კი მკვეთრი და ძალიან სწრაფი დაღმართი მოჰყვა.

ლიდერის წითელი მაისური ხელთ იგდო ნორვეგიელმა ოდ კრისტიან ეიკინგმა, ვინც ეტაპი მეხუთემ, გამრჯვებულთან 22-წამიანი ჩამორჩენით დაასრულა. და ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კლასიფიკაციაში მოწინავე ადგილზე გადასულიყო. ის ახლა როგლიჩს 2 წუთს და 17 წამს უგებს. მეორე ადგილზე კი ფრანგი გიიომ მარტინია (კოფიდისი), ვინც ახალ ლიდერს 58 წამით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114867