ფეხბურთი

22:14 | 24.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ იმედოვნებს, რომ "მანჩესტერ სიტიში" გადასვლას მოახერხებს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ იმედოვნებს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე „მანჩესტერ სიტიში“ გადავა.

L'Equipe-ს ინფორმაციით, პორტუგალიელი ფეხბურთელი მუდმივად ესაუბრება „სიტიში“ მოთამაშე მის თანამემამულეებს, რუბენ დიაშს, ჟოაო კანსელოსა და ბერნარდო სილვას, რაც ინგლისში დაბრუნების სურვილითაა განპირობებული. ჟორჟე მენდეში თვეებია მისი კლიენტისთვის ახალ კლუბს გამალებით ეძებს, მაგრამ "იუვესთან" არსებული კონტრაქტი, მაღალი ხელფასი და მოთამაშის ასაკი, ყველაფერს აფერხებს. ტურინელებს ოფიციალური წინადადება ჯერაც არ მიუღიათ.

თავის მხრივ, „სიტი“ ფორვარდს გამალებით ეძებს და ჰარი კეინის შეძენა სურს, მაგრამ „ტოტენჰემი“ ინგლისელი ფორვარდის გაშვებაზე უარს ამბობს. ამიტომაც, არაა გამორიცხული პეპ გვარდიოლას გუნდმა რონალდუს ტრანსფერზე დაიწყოს მუშაობა და არაა გამორიცხული გარიგება უახლოეს დღეებში დახუროს კიდეც. რონალდუს მომავალს „პარი სენ ჟერმენსაც“ უკავშირებენ.

კრიშტიანუს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და პირველ ტურში „უდინეზესთან“ ძირითად შემადგენლობაშიც არ იყო. როგორც იტალიურმა მედიამ დაწერა, ფეხბურთელმა ეს თვითონ მოითხოვა, რადგან სხვა გუნდში გადასვლის სურვილი აქვს. აქვე გეტყვით, რომ სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება.

0.108225