კატალონიის „ბარსელონას“ ანსუ ფატი დაუბრუნდა. ახალგაზრდა შემტევმა მძიმე ტრავმა მოირჩინა და როგორც „ბლაუგრანას“ ვებგვერდი იტყობინება, გუნდს დაუბრუნდა.
ფატიმ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა, მაგრამ როდის იქნება მზად სათამაშოდ, ეს ჯერჯერობით უნცობია. ესპანელი შემტევი გასული წლის ნოემბერში დაშავდა და მას შემდეგ უთამაშებელია.
გასულ სეზონში 18 წლის თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა შეძლო.