„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი, კილიან მბაპე, ჟურნალისტებს საკუთარი სტატუსის შესახებ ესაუბრა.
„მიმაჩნია თუ არა საკუთარი თავი ვარსკვლავად? დიახ მიმაჩნია. თუკი ადამიანის სურათები მთელ მსოფლიოში გხვდებათ, ესე იგი, ასეა. ვარსკვლავობა სტატუსის საკითხია. მაგრამ ეს სხვებზე უკეთესს არ მხდის. მაღალი დონის ფეხბურთში არავინ გადაგისვამს თავზე ხელს და არ გეტყვის ეს და ეს შეგიძლიაო.
უფრო საკუთარი თავის სიყვარულია. სურვილი, რომ ყველას აჯობო.
უნდა იყვნენ თუ არა ფეხბურთელები მეგობრები? არა. როგორც საცხობში არ უნდა იმეგობრო სხვა მცხობელებთან. წარმატებისთვის საჭირო არ არის თანაგუნდელებთან ერთად ყოველდღე ვახშმობა.“ - ციტირებს მბაპეს სიტყვებს Esquire.com.