ლონდონის „არსენალის“ მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას, კლუბის ხელმძღვანელობამ მდგომარეობის გამოსასწორებლად დრო ოქტომბრამდე მისცა - გვამცნობს The Telegraph.
წყაროს ინფორმაციით, ესპანელ სპეციალისტს დრო ოქტომბრის სანაკრებო პაუზამდე აქვს. მანამდე „არსენალს“ „,მანჩესტერ სიტისთან,“ „ნორვიჩთან,“ „ბარნლისთან,“ „ტოტენჰემთან“ და „ბრაიტონთან“ შეხვედრები უწევს.
„არსენალმა“ ახალდაწყებულ პრემიერლიგაში ორივე სასტარტო შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით - 0:2 წააგო, დებიუტანტ „ბრენტფორდთან“ და „ჩელსისთან.“