ფეხბურთი

22:52 | 23.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის დაბრუნება "სერენს" სურს, "მეცი" წინააღმდეგი არაა

ბელგიური „სერენი“ საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის იჯარით დაბრუნებას ცდილობს. ინფორაციას ბელგიური მედია ავრცელებს.

მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი ითამაშა და ისიც ბოლო წუთები, ამიტომაც, ფრანგები არ გამორიცხავენ, რომ ბელგიელთა წინადადება მიიღონ. „სერენი“ „მეცის“ სატელიტი გუნდია და წესით შეთანხმება არ გაუჭირდებათ.

„სერენი“ ბელგიის იუპილერ ლიგაში თამაშობს და 5 ტურში 6 ქულაც მოიპოვა, მაგრამ შეტევაში პრობლემები აქვს, რაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც დაადასტურა და ისიც თქვა, რომ აგვისტოს ბოლომდე თავდამსხმელეს დაიმატებენ.

გიორგი მიქაუტაძემ გასულ სეზონში „სერენის“ მაისურით 24 მატჩში 22 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა და გუნდის საუკეთესო მოთამაშე იყო.

0.119667