ფეხბურთი

22:26 | 23.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" ჰარი კეინზე ბოლო შეთავაზებას გააკეთებს

„მანჩესტერ სიტი“ ლონდონის „ტოტენჰემის“ თავდამსხმელის ჰარი კეინის გადაბირების იმედს არ კარგავს. ბრიტანული მედიის ცნობით, „ქალაქელები“ ინგლისის ნაკრების ფორვარდის ტრანსფერზე ლონდონელებს ბოლო შეთავაზებას გაუკეთებენ.

Telegraph-ის ინფორმაციით, „სიტი“ მზადაა „ტოტენჰემს“ 150 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადოს. თუმცა, წყაროს თანახმად, „დეზების“ მფლობელი დანიელ ლევი არ აპირებს გუნდის კაპიტანთან შელევას და წინადადებაზე უარს იტყვის.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ჰარი კეინმა პრემიერლიგაში 35 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი გააკეთა. მიმდინარე სეზონში ჰარის ჯერ მხოლოდ ერთი თამაში აქვს ჩატარებული.

0.115085