ფეხბურთი

20:44 | 23.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე: "უეფა თუ არ ჩაერევა, ფეხბურთს რთული მომენტი დაუდგება"

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ გააკეთა კომენტარი. გერმანელი ფიქრობს, რომ ის „იუვენტუსს“ სურვილის მიუხედავად ვერ დატოვებს, რადგან მისი ხელფასის გადახდა პრაქტიკულად არავის შეუძლია.

რუმენიგეს თქმით, უეფა ფეხბურთში მიმდინარე პროცესებში უნდა ჩაერიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველასთვის რთული პერიოდი დადგება.

„ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ვის შეუძლია კიდევ გაზარდოს მისი ხელფასი. ის 70 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, 35 მილიონს წმინდად. ვის შეუძლია ამის გაკეთება? პსჟ-ს? იქნებ, რამდენიმე ინგლისურ გუნდს? ეს არ არის სწორი გზა პროგრესისთვის, უეფას რაღაცის გაკეთება მოუწევს. ჩვენ გვჭირდება ზუსტი რეგულაცია, რადგან ხარჯები კვლავ იზრდება და აუცილებელია ჩარევა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთს ძალიან რთულ მომენტთან მოუწევს შეჭიდება“, - თქვა რუმენიგემ.

0.116926