საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მცველის, მამადუ სახოს მეუღლე, მოდელი მაიდა მაგუი (სახო) ბევრი ფიქრისა და სჯა-ბაასის შემდეგ მაინც დათანხმდა ასევე მოდელი მეგობრების შეთავაზებას და დიდი თავპატიჟის პირობებში სამ მეგობარ გოგონასთან ერთად მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ გაემგზავრა.
მამადუ სახო არასდროს მალავდა, რომ ცოლის დიდი ხნით გამგზავრების წინააღმდეგი იყო და არც ის დაუმალავს, რომ ეჭვიანი კაცია, რომელსაც მუდმივად იმის შიში აქვს, რომ მის ლამაზ მეუღლეს ვინმე წაეფანცქვალება და მერე ეს ყველაფერი შესაძლოა აქ რომ სრულად ვერ აღიწერება - ისე დასრულდეს.
ასეა თუ ისეა, მამადუმ მაინც ვერ გაუწია წინააღმდეგობა ცოლსა და ცოლის დაქალებს. მიუხედავად გლობალური პანდემიისა, შემდეგი სამი თვის მანძილზე მაიდა სახო მეგობრებთან ერთად დიად მოგზაურობაში გადაეშვება. გოგოები დაახლოებით 25 ქვეყანას მოინახულებენ და ისეთ ფოტოებს გადაიღებენ, გულსა და სულს რომ გაუხარდება... აი, რამდენად გაუხარდება ეს ფოტოები მამადუს, ძნელი სათქმელია...