ფეხბურთი

12:32 | 23.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კიმიხმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

მიუნხენის „ბაიერნმა“ იოზუა კიმიხს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. გერმანელი ფეხბურთელი „რეკორდმაისტერის“ ღირსებას 2025 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

„კონტრაქტის განახლების მთავარი მიზეზი ის არის, რომ აქ მუდმივად ვთამაშობ. ამ გუნდს ვგულშემატკივრობ, რომელსაც ყველაფრის მიღწევა შეუძლია. ჩემი თანაგუნდელები ჩემი მეგობრები არიან. ვფიქრობ, ჯერ მაქსიმუმისთვის არ მიმიღწევია და გავაგრძელებ მუშაობას განვითარებისთვის“, - თქვა კიმიხმა.

შეგახსენებთ, რომ იოზუა კიმიხი „ბაიერნში“ 2015 წლიდან თამაშობს და 264 მატჩში 30 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115563