ფეხბურთი

10:34 | 23.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

სლუცკი კვარაცხელიაზე: "გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი"

ყაზანის „რუბინის“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების ზუსტი დრო ჯერ უცნობია. რუსული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ თქვა, რომ ეს ჯერ არ იცის.

„როდის დაბრუნდება ხვიჩა? ჯერ არ შემიძლია გადაჭრით საუბარი. რასაც ვიტყვი, შეიძლება სიმართლე არ გამოდგეს“, - თქვა სლუცკიმ.

შეგახსენებთ, „რუბინმა“ ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის განაცხადიდან დროებით ამოიღო. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ექვს მატცში თავი ერთხელ გამოიჩინა.

0.107111