სხვა

1:31 | 23.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მეცხრე ეტაპი კარუზომ მოიგო, როგლიჩმა უპირატესობა გაზარდა

ვუელტას მეცხრე ეტაპი, რომელიც ანდალუზიის მთებში გაიმართა, იტალიელი დამიანო კარუზოს გამარჯვებით დასრულდა. მან შუა რბოლაში გადაწყვიტა შეტევა და ფინიშსაც ეულად მიაღწია. ვუელტას ორგზის ჩემპიონმა პრიმოჟ როგლიჩმა კი ეტაპი მეორემ დაასრულა და ლიდერობა გაზარდა.

33 წლის კარუზო (ბაჰრეინ ვიქტორიოუს) დაახლოებით 70 კილომეტრის განმავლობაში (188 კილომეტრიდან) ლიდერობდა. ბოლოსკენ, როგლიჩმა (ჯუმბო-ვისმა) და ესპანელმა ენრიკ მასმა (მოვისტარი) დაწევა სცადეს, მაგრამ ცხენის (უმაღლესი) კატეგორიის აღმართზე დასრულებულ რბოლაში, კარუზომ მათ წუთზე მეტით აჯობა. როგლიჩმა და მასმა შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

კარუზოსთვის ეს დიდ ტურებზე მოგებული მეოთხე ეტაპია. ვუელტაზე კი 2017 წლის შემდეგ, პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მასმა ბოლო ოთხ კილომეტრზე შეტევა დაიწყო, რასაც მხოლოდ როგლიჩმა უპასუხა. საბოლოოდ, რბოლის კლასიფიკაციაში სლოვენიელის უპირატესობა 28 წამამდე გაიზარდა.

0.113191