ფეხბურთი

23:29 | 22.08.2021 | ნანახია NaN - ჯერ

"ბაიერნის" უმძიმესი და პირველი გამარჯვება სეზონში

გერმანიის ბუნდესლიგის მეორე ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ „კიოლნს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. იულიან ნაგელსმანის გუნდმა ჯერ კიდევ პირველ ორ ტურში „გლადბახთან“ ორი ქულა დაკარგა, მერე კი გერმანიის სუპერთასი მოიგო.

ახლა სეზონში პირველი სამი ქულა მოიპოვა, მაგრამ ამის გასაკეთებლად ძალიან დიდი ნერვიულობა და ენერგიის დახარჯვა მოუწია. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში რობერტ ლევანდოვსკიმ და სერჟ გნაბრიმ მალევე გაიტანეს და თითქოს ყველაფერი გადაწყდა. ეს 59-ე წუთისთვის მოხდა, მაგრამ ზუსტად სამ წუთში ანგარიში ისევ თანაბარი იყო! „თხებმა“ პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლეს და წონასწორობა აღადგინეს. თუმცა, კლასმა თავისი გააკეთა და გნაბრიმ დუბლი შეასრულა, რითაც „ბაიერნმა“ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

დღეს კიდევ ერთი შედეგიანი მატჩი გაიმართა. „ჰოფენჰაიმმა“ ბერლინის „უნიონს“ უმასპინძლა, რომელთანაც აგებდა, შემდეგ იგებდა, მაგრამ საბოლოოდ თამაში ფრედ დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

„ჰოფენჰაიმი“ – „უნიონი“ 2:2 (2:1)

გოლები: 0:1 გისელმანი (10), 1:1 აკპოგუმა (14), 2:1 ლარსენი (30), 2:2 ავონი (47)

„ბაიერნი“ – „კიოლნი“ 3:2 (0:0)

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (50), 2:0 გნაბრი (59), 2:1 მოდესტე (60), 2:2 უტი (62), 3:2 განბრი (71)


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:46 | 01.08.2022
Dimitriusgv@rdiola (9)

დაულაგეს ექიმებმა მაგიდაზე ნაგულავები ტაბლეტების
მარსელში რო გადადიოდა იქაც მსგავსი რამ მოხდა

15:54 | 01.08.2022
ბაგი-რეი (2263)

თუ გაქ ფაქტები, მოგვაწოდე

21:20 | 01.08.2022
georgianwelder (778)

პროკურორი ხარ?

21:30 | 01.08.2022
ბაგი-რეი (2263)

არა. ფაქტებით ლაპარაკი უკეთესია. სხვაგვარად არასწორ წარმოდგენას უქმნი საიტის მომხმარებლებს

0.067951