სევილიის „ბეტისის“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ ესპანეთის ჩემპიონატის დონე გააკრიტიკა. გამოცდილმა ჩილელმა სპეციალისტმა მას სამარცხვინოც უწოდა.
„ჩვენ ყველამ, მსაჯებმა, ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა უნდა ვიმუშაოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ლა ლიგა აღარ იყოს ისეთი სამარცხვინო, როგორიც არის. ჩვენ ყველაზე ნელი ლიგა გვაქვს, ხალხი სტადიონზე შოუს სანახავად მოდის და ჩვენ ამის შეთავაზებას ვერ ვახერხებთ“, - თქვა პელეგრინიმ.
შეგახსენებთ, რომ მანუელ პელეგრინის ესპანეთში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და „ბეტისის“ გარდა, მადრიდის „რეალს“ წლების განმავლობაში „ვილიარეალს“ ავარჯიშებდა.