ფეხბურთი

15:36 | 22.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ბერნარდო სილვას ტრანსფერზე ფიქრობს

იტალიური „მილანი“ „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის, ბერნარდო სილვას შეძენით დაინტერესდა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Star-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, მილანელებს სურთ, რომ პორტუგალიელი ორწლიანი იჯარით დაიმატონ და 15 მილიონი გადაიხადონ, ხოლო ორი წლის შემდეგ მისი გამოსყდვის ვალდებულება 30 მილიონ ევროდ ჰქონდეს.

ბერნარდოს „ტოტენჰემიც“ იწვევდა, მაგრამ ლონდონში გადასვლაზე უარი თქვა, ასევე დაინტერესებულია მადრიდის „ატლეტიკოც“. აღსანიშნავია, რომ ჯეკ გრილიშის ტრანსფერის შემდეგ პორტუგალიელის სათამაშო დრო ინგლისურ გუნდში მნიშვნელოვნად შეიზღუდა და კლუბის დატოვებას არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტიმ“ ბერნარდო სილვა 2017 წელს „მონაკოდან“ შეიძინა და მას შემდეგ „ქალაქელთა“ რიგებში ჩატარებულ 203 მატჩში 35 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111922