ფეხბურთი

13:48 | 22.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "რონალდუ და მბაპე? "რეალი" ვარსკვლავებით სავსეა"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნება გამორიცხა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ეს დახურული თემაა. ანჩელოტი სატრანსფერო ბაზარზე არ ფიქრობს და მიიჩნევს, რომ „რეალს“ ისედაც ძლიერი შემადგენლობა ჰყავს.

„ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც „ალავესთან“, უფრო უნდა გავაუმჯობესოთ ის ასპექტები, რაც წინა მატჩის პირველ ტაიმში ვაჩვენეთ, უფრო ინტენსიურები და ბურთთან ერთად სწრაფები ვიყოთ. გუნდი მუშაობაზეა ორიენტირებული, არ ვსაუბრობთ სატრანსფერო ბაზარზე, მხოლოდ მატჩებზე ვფიქრობთ. მბაპე? არ მაინტერესებს რა მოხდება უახლოეს დღეებში, რადგან ჩემი გუნდი ძალიან ძლიერია. რონალდუ? ეს თემა დახურულია.

ამ შემადგენლობას შეუძლია ყველა ტურნირზე იბრძოლოს, ბევრ ტოპფეხბურთელი გვყავს, ვერ ვიტყვი, რომ ყველა. ეს არის ვარსკვლავებით სავსე გუნდი და ტიტულების მოპოვება მაშინაა შესაძლებელი, როცა ვარსკვლავები გუნდისთვის მუშაობენ“, - თქვა ანჩელოტიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109472