ავტოსპორტი

1:40 | 22.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ჰონდას“ შეფი სამომავლო გეგმებზე საუბრობს

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „ჰონდა“ ფორმულა 1-ს დატოვებს. მაგრამ სანამ წავა, „რედ ბულისთვის“ და „ალფატაურისთვის“ ახალ ძრავს მოამზადბს და მის წარმოებას „რედ ბულს“ გადააბარებს. ავსტრიული გუნდი მათ წარმოებას სამი წელი გააგრძელებს. მერე კი ძრავების ახალი რეგლამენტი ამოქმედდება...

„ჰონდას“ ფ1-ის პროექტის შეფი მასაში იამამოტო თავის პარტნიორებს პირდება, რომ კონკურენტუნრიან ძრავს დაუტოვებს, რომლითაც ტიტულებისთვის ბრძოლა იქნება შესაძლებელი.

„ახალი ძრავის საფუძვლად, ამ წლის ძრავს ვიღებთ და მას მომავალი სეზონის რეგლამენტის შესაბამისად გადავაკეთებთ. მთავარია, რომ ძრავის ბაზა იგივე დარჩება. მომავალი სეზონისთვის, ამ ტიპის ძრავების ბოლო ჰომოლოგაცია ამოქმედდება და ვცდილობთ, რომ აგრეგატი მაქსიმალურად კარგი გამოვიდეს. ჩვენ „რედ ბულისთვის“ და „ალფატაურისთვის“ ტექნიკური დახმარების გაწევას გავაგრძელებთ. მაგრამ მარკეტინგულად, „ჰონდას“ მონაწილეობა მინიმალური იქნება“, - ამბობს იამამოტო და დასძენს:

„ამჟამად ჩვენ თითქმის „მერსედესის“ დონეზე ვართ როგორც სიმძლავრის, ასევე გამძლეობის თვალსაზრისით“, - ირწმუნება „ჰონდას“ შეფი.

მანვე ფ1-დან „ჰონდას“ წასვლის მიზეზიც განმარტა და დაბრუნბის შანსზეც დასცდა სიტყვა: „აპრილში ჩვენ ხელმძღვანელი შეგვეცვალა და არ გამოვრიცხავ, რომ დაბრუნებაზე დაფიქრდეს. ამ ეტაპზე, არაფრის თქმა შემიძლია. წასვლის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ამ პროექტში, ჩვენი საუკეთესო ინჟინრები ჩავრთეთ, რათა „მერსედესს“ დავწეოდით. ახლა კი ისინი სხვა სფეროში, კერძოდ, ნულოვანი გამონაბოლქვის და ელექტრომობილების ტექნოლოგიებზე იმუშავებენ“.

0.120382