პრემიერლიგის მეორე ტურში, „უოტფორდი“ „ბრაიტონს“ ესტუმრა და 2:0 დამარცხდა. ანგარიში მე-10 წუთზე შეინ დაფიმ გახსნა, 41-ზე კი ნილ მოპემ მეორედ აიღო დანიელ ბახმანის კარი.
შეგახსენებთ, რომ „უოტფორდს“ თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი, ჩისკო მუნიოსი წვრთნის. პირველ ტურში „უოტფორდმა“ შინ „ასტონ ვილა“ 3:2 დაამარცხა.