ფეხბურთი

16:38 | 21.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

Sky Sports: "ტოტენჰემს" ორი ვარიანტი აქვს - კვარაცხელია ან ადამა ტრაორე

ლონდონის „ტოტენჰემი“ ყაზანის „რუბინის“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობს.

როგორც Sky Sports-ის ჟურნალისტი ლაილ ტომასი იტყობინება, „მამლებს“ იმედი აქვთ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ახალ შემტევს დაიმატებენ. მათ ორი ვარიანტი აქვთ - კვარაცხელია და „ვულვზის“ შემტევი ადამა ტრაორე. წყაროს თანხმად, 20 წლის ფეხბურთელი „ჰოტსპურსს“ აინტერესებს, მაგრამ მათი ინტერესი ჯერ კიდევ კიდევ საწყის ეტაპზეა, ხოლო ტრაორეს დამატება იჯარით სურთ, რომელიც პრემიერლიგას იცნობს და ნუნუ ეშპირიტუ სანტუსთან წლების განმავლობაში მუშაობდა.

„ტოტენჰემი“ იმედოვნებს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთ თავდამსხმელს დაიმატებს და ორი პოტენციური ვარიანტი აქვთ - ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია და „ვულვზის“ წევრი ადამა ტრაორე. „სპურსს“20 წლის ქართველი შემტევი აინტერესებს, მაგრამ ეს ინტერესი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. ამავდროულად, ტრაორე ნუნუ ეშპოროტუ სანტუს „ვულვზში“ ვარსკვლავი იყო და მის დამატებას იჯარით განიხილავენ. „ტოტენჰემი“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო კვირაში აქიური იქნება, ახალი ფეხბურთელების დამატება სურთ, თუმცა, მოთამაშეების გაშვება მანამდე მოუწევს, რათა ახლები დაიმატონ“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „რუბინმა“ კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის განაცხადიდან ტრავმის გამო დროებით ამოიღო. ყაზანურ გუნდში 10 ლეგიონერი ირიცხება, რუსეთის ჩემპიონატში კი თამაშში ლეგიონერების განაცხადში შეყვანა ლიმიტირებულია და მაქსიმუმ 8 უცხოელი მოთამაშის შეყვანის უფლება აქვთ. კვარაცხელიას გარდა, ლეონიდ სლუცკის გუნდს განაცხადიდან დროებით ჯორჯ დესპოტოვიჩიც ჰყავს ამოღებული, რომელსაც ასევე ტრავმა აქვს. ხვიჩას ნაცვლად განაცხადში მათ ახალწვეული მონტასარ ტალბი შეიყვანეს.

ამავდროულად, ვრცელდება ხმები, რომ ყაზანელთა ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელ ტრანსფერსაც უკავშირდება. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 10 დღე დარჩა და ყველაფერი ამ პერიოდში გაირკვევა. 20 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 6 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო.

0.109842