ავტოსპორტი

3:49 | 21.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალონსოს ყველაზე შთამბეჭდავი თვისება

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო ფორმულა 1-ს წელს დაუბრუნდა და მიუხედავად იმისა, რომ უკვე 40 წლისაა, თავისი თვისებები და ბრძოლის უნარიანობა ოდნავაც არ დაუკარგავს. ის მალე შეეჩვია „ალპინის“ მანქანას და ქულებს სტაბილურად აგროვებს.

უკვე ექვსი რბოლაა, რაც ესპანელი ყოველთვის ქულებში მიდის ფინიშთან და ამავე ექვს რბოლაში დაგროვილი ქულებით, მერვე საუკეთესოა. ეს კი ცუდი შედეგი არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ „ალპინი“ საშუალო გუნდებშიც კი, კონკურენტუნარიანობით არ გამოირჩევა. ალონსოს გამოსვლამ და რბოლებისადმი მიდგომამ, გუნდის შეფ მარცინ ბუდკოვსკიზე ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა.

„ფორმულა ერთში 20 წელზე მეტი მაქვს გატარებული და ბევრ პილოტთან მიმუშავია. მათ შორის ფერნანდო ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს. ის თავისი პროფესიონალური მიდგომით მაოცებს. ის კვლავაც ძველებური სარბოლო ოსტატობით გამოირჩევა, რისი დასტურიცაა სილვერსტოუნის სპრინტი და ბაქოს რბოლა. სილვერსტოუნზე მან მატარებელი ჩამოაყალიბა. მას არ ჰქონდა იმის შიში, რომ სტროლი გაასწრებდა. გასლიზე იმავე აზრის არ იყო. მაგრამ ისე მოახერხა, რომ პიერი სტროლის DRS ზონაში დაეტოვებინა. ამით მან პიერისგან შეტევებისგან თავი დაიცვა“, - ყვება ბუდკოვსკი და დასძენს:

„ეს ყველაფერი წარმოუდგენელია. ჩვენ ამას პიტ-უოლზე ვხედავდით, სადაც ყველა მონცემი ხელის გულზე გვქონდა. ის კი საჭესთან იყო, მაქსიმალური სიჩქარით მიჰქროდა და იმავდროულად, სიტუაციას ისევე აანალიზებდა, როგორც ჩვენ. და ამ დროს, სხვების ტემპზე არანაირი მონაცემები არ ჰქონდა. მე ალონსოში სწორედ ეს ტვისება მაოცებს. ვფიქრობ, ეს ფ1-ში გატარებული 20 წლის შედეგია. მაგრამ დამიჯერეთ, ასეთი გამოცდილებითაც კი, სხვა პილოტებს მსგავსი არაფერი შეუძლიათ“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113833