„დინამო ბათუმისა“ და საქართველოს ნაკრების მცველ ირაკლი აზაროვს თურქული „ტრაბზონსპორი“ იწვევს. Sabah-ის ცნობით, ტრაბზონელთა ინტერესი სერიოზულია და მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
სხვა დეტალებს თურქული მედია ამ ეტაპზე არ წერს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ „დინამო ბათუმის“ ნიჭიერ ფეხბურთელს წლის ბოლომდე შეინარჩუნებს.
აღსანიშნავია, რომ აზაროვს სხვა კლუბებიც აკვირდებიან - „ბრიუგე“, ზაგრების „დინამო“ და „კრასნოდარი“. შედეგად, მას არჩევანი საკმაოდ აქვს. „ტრაბზონსპორი“ კონფერენს ლიგის პლეი-ოფშია, სადაც „რომასთან“ პირველი მატჩი შინ 1:2 წააგო. ამ გუნდის რიგებში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს, მათ შორის, ჟერვინიო, ბრუნო პერესი, ანდრეას კონრელიუსი და მარეკ ჰამშიკი.
ირაკლი აზაროვი "დინამო ბათუმს“ მიმდინარე წელს შეუერთდა და 26 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ირაკლი „დინამო თბილისის“ რიგებში თამაშობდა. 19 წლის ფეხბურთელი მარტში ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში გამოიძახა, დებიუტი კი ივნისში, რუმინეთთან სპარინგში (2:1) ჰქონდა, როდესაც შეუცვლელად ითამაშა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგია! იქნებ ეს მაინც გადაურჩეს. რუსულ ხაფანგს სადაც მთელი თაობა ჩაძირეს ქართული ტალანტების ჯანოდან დაწყებული კვარათი დამთავრებული!
რუსული ხაფანგის მთავარი არქიტექტორი ჯუღელია,ამიტომ მასთან კავშირი ფეხბურთელის დაღუპვას უდრის...რაც შეეხება თურქეთს ბოლო 20 წელში ამისულაშვილი,ოქრიაშვილი,შენგელია,არაბიძე ვერ მოერგნენ,ერთადერთი საბამ გაქაჩა ასე თუ ისე
ბათუმის დინამოს ჰაერივით სჭირდება ჩემპიონატის მოგება რათა გაისად ევროთასებს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოდან შეუტიოს, ეს გზა კი ერთი ორად აიოლებს იმის შანსს რომ კონფერენს ლიგის ჯგუფში მაინც გაძვრეს. ასე რომ აზაროვი ჩემპიონატის დასრულებამდე ძალიან სჭირდება გუნდს, და კიდევ 1 წელი თუ შეინარჩუნებს ბევრად მოგებული დარჩება! არივითარ შემთხვევაში ფიფიას სტილი!
ბათუმის დინამო საერთოდ არ არის გუნდი (ისევე როგორც სხვები), ის არის პარტ აქტივი, რომელსაც შესაძლოა საერთოდ ხელფასების ფულიც არ ქონდეს გაისად. რომელ ევროთასებზე და პერსპექტივებზე ლაპარაკობ?
კარგი რა...ეხლა შიდა სამზარეულო საერთოდ არ ვიცი,მაგრამ კარგი კურსი აქვს არჩეული ბათუმს,არ მგონია ფული უჭირდეს წელს თან გამოიმუშავეს,ასე თუ გააგრძელეს ბირთვი შეინარჩუნეს და ფლამარიონის დონის 2-3 მოთამაშე მაინც დაიმატეს და რაც მთავარია გამოცდილი ცენტრალური მცველებით ჩაანაცვლეს კობახიძე და აზაცკი,დადებენ შედეგს
ისე რო დაფიქრედეს ფიფია ნებისმიერი ევროტურნირის ჯგუფში მოხვედრა მინიმუმ 14 საერთაშორისო მატჩს გვპირდება,ამისათვის უნდა გახდე ჩემპიონი,გადალახო ლიგაზე 2 ეტაპი,მესამე ეტაპზე გავარდე ეს იწვევს,ევროპალიგის ფლეიოფს,თუ ვერ გაქაჩე კონფერენს ლიგა გარანტირებულ 6 თამაშს გპირდება....წარმოიდგინე რამხელა მოტივაცია გაქვს?!მჯერა მომავალ წელს ბათუმი გაიქაჩება მანდ...ფიფია ალაშკერტი,არარატ არმენია,ვგონებ ფლორა,რიგა/ლინკოლნი ამათ ბიუჯეტშიც ჩაიხედე,გაიგე კაცო,მენეჯმენტი,სწორი ტრანსფერები იწვევს ამას,ხანდახან იღბალიც გამოგყვება,ნუ კაირატზე,ყარაბაღზე,შერიფზე აღარაფერს ვამბობ....
ამას ვამბობ ამდენი ხანია გავიგე რომ მდიდარი ქვეყანა არ ვართ მაგრამ შერიფის დონის გუნდის გაკეთება ნამდვილად შეიძლება და ეს არ იქნება ქველმოქმედება არამედ მომგებიანი ბიზნესი და თან გულშემატკივარსაც გაახარებენ. იგივე ბათუმმა უბრალოდ სახელფასო ფონდი რომ გაზარდოს დაახლოებით 5 მილიონი დოლარით საკმარისი იქნება რომ ნაკრების ფეხბურთელები და რამდენიმე კარგი ლეგიონერი დაიმატოს რაც მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფის გარანტიაა რაც ავტომატურად ნიშნავს ამ თანხის მეტობით ამოღებას, პლუს სიტყვაზე აზაროვს ახლა რომ ყიდის 1 მილიონად იგივე აზაროვს ჯგუფურ ეტაპზე უფრო შეამჩნევენ და გაყიდის 10 მილიონად
არა რა ერთი წლით მაინც შეინარჩუნეთ ბერიძე არ დახარბდე მაყუთს განა რამდენი უნდა მოგცენ 1.5 მილიონი მაქსიმიმუმ,დაიტოვეთ მომავალ წელს დაგეხმარებათ ევროტურნირებზე და უფრო ძვირად გაყიდეთ...მომავალ წელს 14 საერთაშორისო მათჩი უნდა სთხლიშოთ