ფეხბურთი

22:16 | 20.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"საუთჰემპტონმა" გუნდის ერთ-ერთ ლიდერს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ჯეიმს უორდ-პროუზმა "საუთჰემტპონთან" ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

უორდ-პროუზი "წმინდანების" აკადემიის აღზრდილია და 2012 წლიდან შეუცვლელად პირველი გუნდის წევრია. ჯეიმსი ასევე, გუნდის ერთ-ერთი კაპიტანი და ლიდერია. გასულ სეზონში ინგლისელმა "საუთჰემპტონის" მაისურით პრემიერლიგაში 38 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. ჯეიმსი ასევე არის ინგლისის ნაკრების წევრი, თუმცა ევრო 2020-ის განაცხადში ვერ მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109048