იტალიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" მარცხენა გარემარბი ემერსონი 2021/22 წლების დარჩენილ სეზონს იჯარის წესით ლიონის "ოლიმპიკში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
ევროპის ჩემპიონის სანაცვლოდ იჯარაში ფრანგებმა ნახევარი მილიონი ევრო გადაიხადეს. ემერსონი "ჩელსიმ" 2018 წელს "რომადან" დაიმატა. მას შემდეგ ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 71 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ბრაზილიური ფესვების მქონემ ასევე მოიგო პრემიერლიგა, ევროპა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა.