ფეხბურთი

17:45 | 20.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რეალმა" ბენზემას კონტრაქტი გაუხანგრძლივა

მადრიდის „რეალმა“ კარიმ ბენზემას ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც „სამეფო კლუბის“ ვებგვერდი იტყობინება, ფრანგი ფეხბურთელი ესპანურ გრანდში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ბენზემას ძველი ხელშეკრულება 2022 წელს იწურებოდა, მაგრამ მხარეებმა ის ერთი წლით განაახლეს.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემა „რეალში“ 2009 წლიდან თამაშობს და 560 მატჩში 281 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131579