ფეხბურთი

13:23 | 20.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ისრაელის მედია ლორიაზე: "მან საოცნებო თამაში ჩაატარა"

კონფერენს ლიგის პლეი-ოფში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ სტუმრად ბეერ შევას „ჰაპოელს“ უგოლოდ დაუზავდა და ამაში გიორგი ლორიამ დიდი წვლილი შეიტანა.

ქართველმა მეკარემ დიდებულად ითამაშა და თავის გუნდს სტუმრად პოზიტიური შედეგის მიღწევაში დაეხმარა. ისრაელის მედიამ სწორედ ლორია გამოარჩია და მას ყველაზე მაღალი შეფასება - 8 ქულა დაუწერა.

„კვიპროსელთა მეკარემ საოცნებო თამაში ჩაატარა და არცერთი ბურთი არ გაუშვა თავის ბადეში, რაც აჩვენებს, რომ ის შესანიშნავი მეკარეა“, - წერს one.co.il.

შეგახსენებთ, „ანორთოსისისა“ და „ჰაპოელის“ საპასუხო შეხვედრა 26 აგვისტოს, კვიპროსში გაიმართება.

0.113098