ფეხბურთი

12:20 | 20.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: "დონარუმას "მილანის" მიმართ უფრო მეტი მადლიერება უნდა გამოეჩინა"

ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ჯანლუიჯი დონარუმა გააკრიტიკა და თქვა, რომ ის „მილანიდან“ უფასოდ არ უნდა წასულიყო.

„ლუკაკს წასვლა „ინტერიდან“ ტექნიკურად ისევე იწონის, როგორც დონარუმას წასვლა „მილანიდან“. თუმცა, ჯიჯომ კლუბს 1 ევროც არ მოუტანა და ეს უფრო მაწუხებს. ვინც გაზარდა, მისდამი მეტი მადლიერება იყო საჭირო, თავის ოჯახს უნდა დახმარებოდა“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა „მილანიდან“ პსჟ-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, ხოლო „ინტერმა“ „ჩელსისგან“ რომელუ ლუკაკუში 115 მილიონი ევრო მიიღო.

0.174824