ფეხბურთი

10:29 | 20.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი შესაძლოა, "ლივერპულის" ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს

ინგლისური „ლივერპული“ მოჰამედ სალაჰთან შეთანხმების მიღწევას და კონტრაქტის განახლებას ცდილობს.

The Athletic-ის ცნობით, „მერსისაიდელები“ ეგვიპტელ შემტევს სარფიან კონტრაქტს სთავაზობენ, რომლის მიხედვით, ის კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზრაურებადი ფეხბურთელი გახდება. თუმცა, გამოცემა კონკრეტულ თანხას არ ასახელებს.

სალაჰს „ლივერპულთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

გასულ სეზონში ეგვიპტელმა პრემიერლიგის 37 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა, მიმდინარე სეზონის პირველივე შეხვედრაში კი თავი გოლით და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.113437