ავტოსპორტი

2:18 | 20.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბინოტო: მომავალ სეზონში ან ტიტულისთვის ვიბრძოლებთ, ან...

„ფერარის“ ჩავარდნა გრძელდება და შექმნილ სიტუაციაში, ყველას აინტერესებს, რა იქნება მომავალ სეზონში, როდესაც გუნდები ახალი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად შექმნილი მანქანებით გამოვლენ ტრასაზე.

იტალიურ გუნდს კონსტრუქტორთა ჩემპიონატი ბოლოს 2008 წელს აქვს მოგებული, პილოტთა ტიტული კი 2007 წლის შემდეგ, მათთვის მიუწვდომელია. რა თქმა უნდა, ამის მთავარი მიზეზი ჯერ „რედ ბულის“, შემდეგ კი „მერსედესის“ უძლეველი მანქანებია. თუმცა მთავარი ისაა, რომ მარანელოში კონკურენტუნარიანი მანქანების შექმნა „დაავიწყდათ“.

ყველაფრის მიუხედავად, „ფერარის“ შეფი მატია ბინოტო ოპტიმისტად რჩება და ამბობს, რომ მომავალ სეზონში „სკუდერიასთვის“ მთავარი მიზანი, ჩემპიონობისთვის ბრძოლაა.

„რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ისაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ ჩემპიონატის მოგება. ჩვენ 2022 წლისთვის სერიოზული მიზანი გვაქვს. ახალი აეროდინამიკური რეგლამენტი ბევრ შესაძლებლობას იძლევა. და ჩვენ ვალდებული ვართ, ეს გარემოება გამოვიყენოთ. ამისთვის ბევრს ვმუშაობთ. მაგრამ თუ მიზანს ვერ მივაღწევთ, მაშინ ყველა დაინახავს, რომ რაღაც შეგვეშალა. მრ~თავარი კი ისაა, რომ ეს კრახი იქნება“, - ამბობს ბინოტო.

0.117313