ფეხბურთი

20:55 | 19.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "ტრანსფერები? ფეხბურთში არასდროს იცი, რა მოხდება"

„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ „ბრესტთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. მან ლიონელ მესის და ჯანლუიჯი დონარუმას შესახებ ისაუბრა, ასევე გააკეთა კომენტარი კილიან მბაპეზე, რომლის შესახებ სატრანსფერო ჭორები აქტიურად ვრცელდება.

„ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი გუნდთან ერთად იქნება თუ არა მესი, სიტუაციას გავაანალიზებთ, მალე მივიღებ გადაწყვეტილებას, ვნახოთ იქნება თუ არა განაცხადში. მას ძალიან დადებითი ენერგია მოაქვს, გუნდთან ინტეგრაცია სწრაფად და კარგად ხდება, კმაყოფილი ვარ. დონარუმას სიტუაციასაც გავაანალიზებთ, თუ განაცხადში მოხვდება, გამოვა, რომ თამაშიც შეუძლია.

მბაპე? ის ძალიან ბევრს მუშაობს და ძალიან მოტივირებულია. ჩვენი ფეხბურთელია და ვფიქრობ, ამ სეზონში არაფერი შეიცვლება. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კარგად მუშაობს. კილიანი მშვიდადა და იცის, რაც უნდა გააკეთოს. ჩვენ გვინდა, რომ ის დარჩეს.

ტრანსფერები? ფეხბურთში შეუძლებელია გაიგო რა მოხდება. ვიცით, რომ მომდევნო დღეებში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. პსჟ ყოველთვის ღიაა თავისი შემადგენლობის გასაძლიერებლად“, - თქვა პოჩეტინომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112709