უეფამ 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტთა სია შეამცირა. წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის სამი მოთამაშე იბრძოლებს:
კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია)
ჟორჟინიო (ჩელსი, იტალია)
ნგოლო კანტე (ჩელსი, საფრანგეთი)
უეფამ ასევე შეარჩია სამი მწვრთნელი, რომელთაგანაც ერთ-ერთს წლის საუკეთესო სპეციალისტად დაასახელებს:
პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი, ესპანეთი)
რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრები, იტალია)
ტომას ტუხელი (ჩელსი, გერმანია)
წლის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდება ქალთა შორისაც და სამივე კანდიდატი „ბარსელონას“ წარმოადგენს:
ჯენიფერ ჰერმოსო (ბარსელონა, ესპანეთი)
ლინკ მარტენსი (ბარსელონა, ნიდერლანდები)
ალექსია პუტელასი (ბარსელონა, ესპანეთი)
ქალთა ფეხბურთის წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინენტები კი არიან:
ლუის კორტესი (ბარსელონა, ესპანეთი)
პეტერ გერჰარდსონი (შვედეთის ნაკრები, შვედეთი)
ემა ჰაიესი (ჩელსი, ინგლისი)
უეფა წლის საუკეთესოება 26 აგვისტოს, სტამბოლში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის პარალელურად დაასახელებს.