ფეხბურთი

17:28 | 19.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიაერი: "ინსტიქტურად მოვიქეცი, გმირი არ ვარ"

დანიის ნაკრებისა და „მილანის“ ფეხბურთელმა სიმონ კიაერმა კრისტიან ერისკენის შესახებ ისაუბრა. მან თანაგუნდელი სიკვდილისგან იხსნა, როდესაც გულწასულს პირველად აღმოუჩინა დახმარება. თუმცა, კიაერი ფიქრობს, რომ ის გმირი არ არის.

„ის მომენტი ჩემი ნაწილი იქნება სამუდამოდ, მაგრამ გმირი არ ვარ. უბრალოდ ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა. დაუფიქრებლად, როგორც სხვა გააკეთებდა. ჯერ ზეიმი იყო ევროპის ჩემპიონატზე პირველი საშინაო მატჩის გამო და მერე სრული სიჩუმე. ყველასთვის ისტორიული დღე იყო და მერე მოხდა, რაც მოხდა. ცხადია, იგივეს გავაკეთებდით, ეს ჩვენს მეტოქეს რომ დამართნობა, ინსტიქტურად ვიმოქმედე. მთავარი ახლა ის არის, რომ კრისტიანი კარგადაა, მნიშვნელოვანი მხოლოდ ესაა. მსგავსი რამ ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა და ვიმედოვნებ, რომ უკანასკნელიც იქნება. იმედი მაქვს, რომ ამ მომენტმა ცნობიერება გაზარდა ამ თემაზე. ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი დახმარება, ექიმები მაშინვე ჩაერივნენ სიტუაციაში, მაგრამ რა თქმა უნდა, გარკვეულ მომენტებში რაღაცის გაკეთების ცოდნა ფუნდამენტურია, ამას შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა“, - თქვა კიაერმა.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიკსენს გულის შეტევა 12 ივნისს, ფინეთთან მატჩის დროს დაემართა. რამდენიმე დღე მან საავადმყოფოში გაატარა, ამჟამად კი თავს კარგად გრძნობს.

0.116961