თამაშგარე

14:53 | 19.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

თმის გადამნერგავი რონალდუ

შესაძლოა არ იცოდეთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ კარგ ფეხბურთელთან ერთად, მოხერხებული და გონიერი ბიზნესმენიცაა, რომელიც მწვანე მინდორზე დაღვრილი ოფლით ნაშოვნ მილიონებს საკმაოდ კარგად აბანდებს და აშკარაა, რომ ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, რონალდუს გაკოტრება არასოდეს დაემუქრება.

რონალდუს ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესია თმის გადანარგვის კლინიკები. ტურინის “იუვენტუსში“ მობურთალმა პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ამგვარი კლინიკა ჯერ მადრიდში შეიძინა და საკმაოდ კარგადაც ამუშავა, ახლა კი 100 ადამიანზე გათვლილი თმის გადანარგვის ცენტრი ესპანეთის ქალაქ მარაბელაში გახსნა.

რაკი მსგავსი და კიდევ სხვა ტიპის არაერთი ბიზნესი რონალდუს ესპანეთში აქვს, ჟურნალისტები ლოგიკურად ვარაუდობენ, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კრიშტიანუ საბოლოო ნავთსაყუდლად სწორედ ესპანეთს აირჩევს, რაც პორტუგალიელის სპორტულ კარიერას რომ გადავხედოთ, ნამდვილად არ იქნება გასაკვირი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120647